- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- გრიგოლ ბარამიძე
გრიგოლ ბარამიძე
დაბადების თარიღი და ადგილი
1960 წლის 4 იანვარი, ქ.თბილისი.
პროფესიული გამოცდილება
2025 წლის პირველი აპრილიდან - დღემდე - კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2024 წლის 20 მაისიდან 2025 წლის აპრილამდე - კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
2014 - 2022წწ. - ეწეოდა პოლიტიკურ და მეცნიერულ მოღვაწეობას.
2004 - 2013წწ. - იმყოფებოდა პოლიტიკურ დევნილობაში (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება - პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე).
2003 - 2004წწ. - საქართველოს ელექტროკავშირის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
1999 - 2002წწ. - მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის (პრეზიდენტი) აპარატში, სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულად სამცხე-ჯავახეთში.
1995 -1998წწ. - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
1994 - 1995წწ.- მუშაობდა საქართველოს მეთაურის აპარატში სახელმწიფო მრჩევლად, პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად ქართულ-სომხური ურთიერთობების დარგში (ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავების, საზღვრისპირა ვაჭრობისა და საქონელბრუნვის მოწესრიგების, სასაზღვრო რეჟიმის პირობების უზრუნველყოფის, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით).
1993 - 1994წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტურა.
1986 – 1992წწ. - მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
1981 -1984წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი.
განათლება
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით - ფილოლოგი-აღმოსავლეთ მცოდნე, სამართალმცოდნე.
1983 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
არის 7 მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მეცნიერებათა დოქტორი.
დიპლომატიური რანგი
1996 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
არის 7 მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მეცნიერებათა დოქტორი.