საზღვრის კვეთის რეგულაციები
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც:
- არის სრულად ვაქცინირებული;
- სრულად ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარმოადგენს ბოლო 72 საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე).
შენიშვნა: ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი იხსნება (აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ეხება სახელმწიფოში არსებულ სავიზო რეგულაციებს).
ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8 დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე.