საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
ეროვნული დროშის მთავარი სიმბოლო ხუთი ჯვარია,რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.
