Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქ. ჰავანაში

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქ. ჰავანაში, ცნობილ შემოქმედებით სივრცეში - La Fábrica de Arte Cubano-ში, რესტორან  Costa Vino-თან თანამშრომლობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი კუბელი სომელიე ალეხანდრო ერერა სარდუი უძღვებოდა.

ღონისძიება გაიხსნა პრეზენტაციით, რომელიც წარადგინა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ბარბარე მახარაძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართული ღვინის წარმოების 8000 წლიან ურღვევ ტრადიციას და ქვევრის უნიკალურ მეთოდს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხაზი გაესვა ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას. 

ღონისძიებას კუბის ახლადაღმოცენებული კერძო სარესტორნო სექტორის და ენოთეკის წარმომადგენლები, სომელიეები და შეფმზარეულები ესწრებოდნენ. 

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ღვინოსთან ერთად, ქართულ სამზარეულოსაც გასცნობოდა. ღონისძიების განმავლობაში კუბელი პიანისტი როსა გარსია ასრულებდა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს.