Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

18 ივლისს საქართველოსა და კუბის საგარეო უწყებათაშორისი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა

2022 წლის 18 ივლისს, ვირტუალურ ფორმატში, საქართველოსა და კუბის საგარეო უწყებათაშორისი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ: საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო კუბის მხრიდან საგარეო ურთიერთობათა მინისტრის პირველი მოადგილე ჰერარდო პენიალვერ პორტალი.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. განხილულ იქნა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესაძლებლობები. აღინიშნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა კუბის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.