ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

პატივცემულო მნახველო,

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე შემოსვლისათვის.

საქართველოს საელჩო ჰავანაში, პრაქტიკულად ფუნქციონირებს 2016 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პირველმა ელჩმა, რეზიდენციით ჰავანაში, რწმუნებათა სიგელები გადასცა კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ სალვადორ ვალდეს მესას და შემდეგ შესაბამისი შენობის შერჩევისა და მისი სათანადოდ მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა. დღეისათვის საელჩო განთავსებულია ჰავანის მირამარ პლაიას რაიონის მე-12 ქუჩაზე, ორ სართულიან ცალკე მდგომ შენობაში, თავისი მიმდებარე დიდი ბაღით, რომელიც შევსებულია კუბისათვის ჩვეული სხვადასხვა სახის მცენარეებით, მათ შორის ორი ძალიან მაღალი სამეფო პალმით, რაც კუბის ეროვნულ სიმბოლოსაც წარმოადგენს. ამჟამად, საქართველოს კარიბეთის ყველაზე დიდ კუნძულზეც გააჩნია თავისი წარმომადგენლობა, რაც მეოთხე საელჩოა ლათინური ამერიკისა და კარიბეთის რეგიონში მექსიკის, ბრაზილიის და არგენტინის შემდეგ, ხოლო მეექვსე საელჩო მთლიანად ამერიკის კონტინენტზე, აშშ-ში და კანადაში საელჩოებთან ერთად.

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უმთავრესი ფუნქციაა წარმოაჩინოს საქართველო ამ რეგიონში, ხელი შეუწყოს კუბასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, განავითაროს თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ - ჰუმანიტარულ სფეროებში, დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები ადგილსამყოფელ ქვეყანაში და დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საქართველოს მოქალაქეებთან პირადი და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში.

კუბა, პირველი სახელმწიფო იყო ლათინური ამერიკის და კარიბეთის რეგიონში, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა დამოუკიდებელ საქართველოსთან, 1992 წლის 18 აპრილს, იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, გაერო-ს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველოც აქტიურად უჭერს მხარს კუბის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მისწრაფებებს, თავი დააღწიოს ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ ბლოკადას, ააშენოს ეკონომიკურად განვითარებული და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა, ჯერ კიდევ დიდია ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებებით, რაზეც მიმართულია საელჩოს მუშაობა.

შესაბამისად საელჩოს ვებ გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია, როგორც საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე. ამასთან, თუ სურვილი გექნებათ დააზუსტოთ რაიმე ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საელჩოს ვებ გვერდზე, შეგიძლიათ ისარგებლოთ აქვე მითითებულ საელჩოს საკონტაქტო ინფორნაციითაც.

პატივისცემით,


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  


 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ